დაპირისპირება ქართულ ბომონდში – მასხულიამ კავკავაშვილს, არუთინაშვილს და ადამაშვილს “კარიერის ლაქა” უწოდა

დიზაინერ გიორგი მასხულიას განცხადებას, რომ მის კარიერაში ყველაზე დიდი ლაქა არის ნინო ადამაშვილი სოსო კავკავაშვილი და გურამ არუთინაშვილი ზემოთ ხსენებულნი გამოეხმაურნენ:
“არ გრცხვენია გიორგი მასხულია ამას როგორ ამბობ? ხომ არვდაგავიწყდა სტატიების დაწერას როგორ ითხოვდი მთელი ეს წლები? დაგავიწყდა შენს ხუშტურებზე ყველა რეგიონში რომ მოგყვებოდა LIDER TV? სირცხვილი ხარ მართლა მთელი საქართველო გიცნობს რა ხარ და ვინ ხარ ყველამ იცის….. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი შენგან წასული შენი ხუშტურების გამო. ძალიან დამღალე….. რაც მე შენთვის გამიკეთებია ვარამი იყოს შენთვის და შენი კარიერისთვის. საინტერესოა ის როდემდე გაგრძელდება შენი ასეთი გამოხტომები ადამიანების მიმართ? გრცხვენოდეს….გრცხვენოდეს…გრცხვენოდეს. მთელმა საქართველომ იცის ვინაა გიორგი მასხულია და ვინაა გურამ არუთინაშვილი….. არცერთი ტელევიზია არ გაშუქებს ყველამ დაგბლოკა და მათ შორის დაიბლოკე ჩვენთანაც. შეგიძლია შექმნა ორღობე ტვ და ატარო ყველგან სადაც გაგისწორდება ” – წერს LIDER TV – ის წამყვანი გურამ არუთინაშვილი.

დაოკდი შვილო  ამ სიტყვებით მიმართავს “Region Fashion Week”-ის დირექტორი, სოსო კავკავაშვილი  გიორგი მასხულიას: 

“ამ სოფლის ორღობეს დაავიწყდაა სტატიების დადებას რომ მთხოვდა და მეხვეწებოდა ნიუსები დამიდეო ჩემს მიერ რედაქტორობით მართულ საინფორმაციო სააგენტოებზე თუ სქრინები დავუდო? როგორ უნდა ვიყო მისი კარიერის ლაქა სად აქვს კარიერა ყველა ტელევიზიიაში დაბლოკილია და მე კი მეცოდებოდა და სტატიებს ვუდებდი. მათ შორის ნინო ადამაშვილის გადაცემაზეც მთხოვდა თავისი კონკურსის გამარჯვებულის მიყვანას. მაშინ ოქრო და ბაჯაღლო ვიყავი და ეხლა ლაქა ვარ?
ნუ რა უნდა მოკითხო ადამიანს, რომელსაც სამი კლასის განათლება არ აქვს , მაგის რა უნდა შემშურდეს ლილოს და სენაკის არ შემდგარი დიზაინერის…
დაოკდი შვილო დაოკდი …
პ.ს. ხო და გირაოს თანხას მე მთხოვდა გადამიხადეოო… რადგან შენ რობერტო მავანს შეურიგდიო ამ მოტივით … შენს პროექტზე მომივიდა ჩხუბი თორემ მე და ნინო მანამდე მეგობრები ვიყავითო… სასაცილო ხარ…” – წერს კავკავაშვილი.

ქართული ბომონდის წარმომადგენლების დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გურამ არუთინაშვილი
გიორგი მასხულია

 

ნინო ადამაშვილი სოსო კავკავაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები