“დაოჯახებული არ ვარ, ჩემი სიყვარული არ დამთავრდა კეთილად” – როგორ მოხვდა მსახიობობაზე მეოცნებე ნათია მეზვრიშვილი იურისპრუდენციაში?

90-ია­ნე­ბის ბავ­შვია, თუმ­ცა გა­ჭირ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც არ უჩი­ვის უინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბას, არც თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის პე­რი­ოდს, როცა “ხუ­თო­სა­ნი” გო­გო­ნა როკ მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლის გამო ხში­რად და­დი­ო­და პე­როვ­სკა­ი­ა­ზე ცო­ცხა­ლი ბენ­დე­ბის მო­სას­მე­ნად. გვიმ­ხელს, რომ თა­ვა­დაც კარ­გად მღე­რის. იცო­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა მი­ეღ­წია ყვე­ლაფ­რის­თვის… მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და ან მომ­ღერ­ლო­ბა და მოხ­ვდა იუ­რისპრუ­დენ­ცი­ა­ში. მო­სა­მარ­თლე ვერ გახ­და, მაგ­რამ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლა გზა, შემ­დეგ კი შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ “იპო­ვა“ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ (იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა). “მშვიდ სამ­სა­ხურ­ში ვერ ვმუ­შა­ობ და ისე­თი “დრა­ი­ვი“, რაც შსს-ში იყო, არ­სად მახ­სენ­დე­ბა. ყო­ველ­გვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი, რაც კი გა­მი­ტა­რე­ბია, ეს შსს-ში იყო. ამ შე­ნო­ბა­ში რომ შევ­დი­ვარ, დღემ­დე გული მი­ფან­ცქა­ლებს”, – გვე­უბ­ნე­ბა ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, რომ­ლის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა ასე­თია: “დიდი შრო­მა და გა­მარ­თლე­ბა, სწო­რი მო­მენ­ტე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა, ანუ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რად და­ნახ­ვაა მთა­ვა­რი. როცა გეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მას კარი არ უნდა და­უ­ხუ­რო. რო­გორც კი ამას სწო­რად და­ი­ნა­ხავ და გა­მო­ი­ყე­ნებ, იქ მო­დის წარ­მა­ტე­ბაც. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სულ ასე იყო“.

ambebi.ge – ს “ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი, ხის­ტი, ემო­ცი­უ­რი და ჯან­სა­ღად ამ­ბი­ცი­უ­რი“ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი, ამ­ჟა­მად პარ­ტი­ის “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ესუბ­რე­ბა:

  • “მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და“

– თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე 1985 წლის 18 აპ­რილს, ორი და მყავს და ოჯახ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლი ვარ. გა­ვი­ზარ­დე ვო­რონ­ცოვ­ზე და და­ვამ­თავ­რე 30-ე სკო­ლა, კი­ე­ვის ქუ­ჩა­ზე. ახლა, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წე­ლია, რაც ცალ­კე ვცხოვ­რობ. 90-ია­ნე­ბის ბავ­შვი ვარ და რო­გორც ყვე­ლა ოჯახს, ჩვენც გვი­ჭირ­და. დედა ექი­მია, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი, რო­მე­ლიც დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და, მერე რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და, სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა და პე­და­გო­გო­ბა და­ი­წყო – მოს­წავ­ლე­ებს ამ­ზა­დებ­და და იმ სა­ში­ნელ 90-ია­ნებ­ში ოჯახ­ში გამ­წე­ვი ძალა ის იყო. მამა ინ­ჟი­ნე­რია, ბევრ ად­გი­ლა­საა ნა­მუ­შე­ვა­რი, ფი­ზი­კუ­რა­დაც შრო­მობ­და…

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­ხა­ნად უშუ­ქო­ბა და გა­ჭირ­ვე­ბა იყო, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და. დამ­ჯე­რი, თა­ნაც, ხუ­თო­სა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სკო­ლას თუ გა­ვაც­დენ­დი, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, უნი­ვე­სი­ტეტ­შიც სულ პირ­ველ მერ­ხზე ვი­ჯე­ქი და სულ ხელი მქონ­და აწე­უ­ლი, რის გა­მოც და­ი­კო­ე­ბი სულ დამ­ცი­ნოდ­ნენ ხოლ­მე. ნავ­თის ლამ­პის შუქ­ზე ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დით, “კე­რა­სინ­კე­ბი“ყვე­ლა ოჯახ­ში იყო (ჩვენ მწვა­ნე გვქონ­და, წი­თე­ლი ძვი­რი ღირ­და). ამას იმი­ტომ ვყვე­ბი, რომ ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დით და მშობ­ლე­ბი გვა­გო­ნებ­დნენ, რომ წარ­მა­ტე­ბის­თვის ჩვე­ნით უნდა მიგ­ვეღ­წია და “გვაწ­ვე­ბოდ­ნენ“. პი­რა­დად ჩემს მიღ­წე­ვებ­ში მა­მი­და­საც აქვს დიდი წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, მე­დეა მეზვრიშ­ვილ­თან რამე ხომ არ გა­კავ­ში­რებ­თო. ძა­ლი­ან მა­გა­რი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, მაგ­რამ არა­ფე­რი მა­კავ­ში­რებს, ქარ­თლე­ლი მეზვრიშ­ვი­ლი ვარ.

კომენტარები

სხვა სიახლეები