სულ მალე ფლორაიან გალენბერგის ფილმი ცისფერ ეკრანებზე გამოვა. ფილმში მთავარ როლს „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი ემა უათსონი და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი დანიელ ბრუელი მთავარ როლში გვევლინებიან.
მსახიობების მხურვალე კოცნას, რომელსაც ფილმის ტრილერში წააწყდებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გერმანელი რეჟისორის ფილმს, რომელიც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ოსკარის“ პრემიით დაჯილდოვდა, კინომანები დიდი ინტერესით ელიან. ფილმი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. გერმანიაში ნამუშევრის ეკრანიზაცია 2016 წლის იანვარში მოხდება.