დამოკიდებულების ტიპები ურთიერთობებში – მიხეილ შანი

ფსიქოთერაპევტის საინტერესო მოსაზრება და რჩევები, რომლებსაც გვიზიარებს:

ურთიერთობა არ იწყება პარტნიორთან, ის იწყება იქ, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს უსაფრთხოა თუ არა სიახლოვე. ამიტომ ურთიერთობებში ჩვენ ხშირად არ ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვხვდებით საკუთარ დაუმუშავებელ გამოცდილებებს.

დამოკიდებულება ჩნდება მაშინ, როცა კავშირი იწყებს იმ ფუნქციის შესრულებას, რომელსაც ფსიქიკა თავად ვერ უმკლავდება, როგორიც არის | ემოციური რეგულაცია, უსაფრთხოების განცდა, თვითღირებულების გამყარება.

ემოციური დამოკიდებულება

  • ასეთ ურთიერთობაში პარტნიორი ხდება ემოციური რეგულატორი.
  • ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ არის მიბმული სხვის განწყობაზე, ყურადღებასა და სიახლოვეზე.
  • დაკარგვის შიში იმდენად ძლიერია, რომ სიყვარული თანდათან გადადის გადარჩენის რეჟიმში.

თანადამოკიდებულება

  • ურთიერთობა ეფუძნება ფუნქციას და არა შეხვედრას.
  • ერთის როლია „მზრუნველი“, მეორის | „საჭირო“.
  • საკუთარი სურვილები და საზღვრები ნელ-ნელა ქრება, რადგან სიყვარული იდენტიფიცირდება მსხვერპლთან.

შფოთვითი დამოკიდებულება

  • ეს არის კავშირი მუდმივ შიდა განგაშში.
  • ადამიანი განუწყვეტლივ ამოწმებს, არსებობს თუ არა ურთიერთობა კვლავ.
  • სიყვარული არ იგრძნობა აწმყოში | ის მუდამ მოლოდინშია.

დისტანციური დამოკიდებულება

  • სიახლოვე აღიქმება როგორც საფრთხე თვითობისთვის.
  • ემოციური დისტანცია იცავს ძველ ტკივილს, თუმცა ამავე დროს ქმნის სიცარიელეს,
  • რომელსაც ვერ ავსებს არც თავისუფლება და არც დამოუკიდებლობა

ძალაუფლებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება

  • აქ კავშირი კონტროლით ინარჩუნებს თავს.
  • ერთისთვის ძალაუფლება უსაფრთხოების ილუზიაა, მეორისთვის — გადარჩენის გზა.
  • ურთიერთობა კარგავს დიალოგს და გადაიქცევა ძალთა ბალანსად.

უსაფრთხო დამოკიდებულება

  • ეს არ არის იდეალური ურთიერთობა.
  • ეს არის საკმარისად უსაფრთხო სივრცე,
  • სადაც ადამიანები ერთმანეთს არ იყენებენ ფსიქოლოგიური სიცარიელის შესავსებად.
  • აქ სიახლოვე არ ანაცვლებს თვითობას — ის მას ამყარებს.

გამოსავალი არ არის ურთიერთობისგან გაქცევა და არც პარტნიორის შეცვლა.გამოსავალი იწყება შინაგან სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღებით.

  • საკუთარი ემოციების თვითრეგულაციის სწავლა, რათა პარტნიორი აღარ გახდეს ერთადერთი საყრდენი
  • პირადი საზღვრების გაცნობიერება და დაცვა დანაშაულის გრძნობის გარეშე საკუთარი საჭიროებების აღიარება და გახმოვანება, მათი უარყოფის ნაცვლად
  • შიშის ნაცვლად დიალოგის არჩევა დახმარების მიღების ნებართვის მიცემა საკუთარ თავზე | ფსიქოთერაპიის, მხარდაჭერისა და თვითრეფლექსიის გზით

ჯანსაღი ურთიერთობა იწყება იქ, სადაც ადამიანი აღარ ეძებს სხვაში იმას, რისიც განვითარებაც საკუთარ თავში შეუძლია.

კომენტარები

სხვა სიახლეები