“დამიფიქსირდა G ანტისხეულები” – ნოდიკო ტატიშვილის თქმით, მან კორონავირუსი პირველად იანვარში გადაიტანა

მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი კორონავირუსს ებრძვის და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარში გაციებული იყო, ივნისში კი კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა და ანტისხეულები დაუფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა.

„იანვარში ვიყავი ძალიან ცუდად. ერთი კვირის მანძილზე  მქონდა სიცხეები და ვიწექი. მაშინ არ იყო კოვიდი შემოსული საქართველოში, ჩემ გარშემო ბევრი მაღალი სიცხის გამო ჩაწოლილი იყო, მათ შორის ვიყავი მე.

ივნისში ორჯერ გავიკეთე ანალიზი და ორივეჯერ დამიფიქსირდა G ანტისხეულები.

ახლაც სიცხეები დამეწყო და ცოტა გამიძნელდა. არ ვაპირებდი კლინიკაში გადასვლას, თუმცა,  ექიმმა მითხრა, რომ უნდა დავწოლილიყავი საავადმყოფოში, რადგან მარტო ვიყავი და შეიძლება, გართულებები წასულიყო. რაღაცნაირი ვირუსია, ვერ გაუგებ.

ახლა ჩემთან ერთად არის ადამიანი, რომელსაც არც სიცხე  აქვს და არც ხველა, არანაირი გამოხატული სიმპტომი, თუ არ ჩავთვლით პნევმონიას. მადლობა ღმერთს, რომ მე არ მაქვს ფილტვების ნათება, თუმცა, მაქვს დაზიანება – მსუბუქი ფორმით.

სისხლში ცვლილებები მაქვს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო „ბოჭორიშვილის“ კლინიკის მედპერსონალს, მათთან თავს დაცულად ვგრძნობ“, – ამის შესახებ კოვიდინფიცირებულმა მომღერალმა, ნოდიკო ტატიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

კომენტარები

სხვა სიახლეები