“დამიმტკიცე, რომ გიყვარვარ” – ფსიქოლოგი ეჭვიანობის შესახებ

ეჭვიანობა — როცა ეს გრძნობა სიყვარულად გვესახება⬇️

✅ეჭვიანობა სიყვარულის სიდიდეს არ ზომავს — ის ზომავს ადამიანის დაკარგვის შიშს

✅ყველაზე ეჭვიან ადამიანს ხშირად საკუთარ თავთან აქვს კონფლიქტი და არა პარტნიორთან.

✅ სადაც ნდობაა სუსტი, ეჭვიანობა იქ ჩნდება ყველაზე მარტივად.

✅ ტოქსიკური ეჭვიანობა კონტროლის სურვილია და არა სიყვარული.
„დამიმტკიცე რომ გიყვარვარ“ = მომეცი ძალაუფლება შენზე.

✅ბავშვობის დაუმუშავებელ შიშებს ზრდასრულობაში ეჭვიანობა ხშირად ახმოვანებს.

✅ ჯანმრთელი ურთიერთობა არ ითხოვს ანგარიშს ყოველ ნაბიჯზე,
მოთხოვნილი „გამომიგზავნე შენი ლოკაცია“ — ნდობის ნაკლებობიდან მოდის.

✅ ეჭვიანობა ფაქტზე უნდა იყოს და არა ფანტაზიაზე დაფუძნებული.

✅თუ მართლა უყვარხარ გეტყვის: „შენთან ყოფნა ჩემი არჩევანია და ნდობა ჩემი პატივისცემაა.“

ვტყუი რამეს❓

წყარო – ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე

კომენტარები

სხვა სიახლეები