დალი ჩიტალაძის შვილის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია – რას ჰყვებიან მამაკაცზე, რომელიც სავარაუდოდ, პირობით სასჯელს იხდიდა

მუსიკოს დალი ჩიტალაძის შვილის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილზე დაყრდნობით წერს. ადვოკატის განცხადებით, მამაკაცი პირობით სასჯელს იხდიდა.

“ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დაკავებულია პიროვნება, რომელმაც ვახო სუთიძე დაჭრა თარხნიშვილის 9 ნომერში. როგორც ირკვევა, ეს პიროვნება არის მამაკაცი, პირობითი სასჯელით. ისიც იმყოფებოდა ეკლესიაში წირვაზე და აედევნა მალულად დალი ჩიტალაძის შვილს, ვახტანგ სუთიძეს, ეკლესიიდან სახლისკენ მომავალს.

პიროვნებას ადრე შემაკავებელი ორდერი დაურღვევია და პირობით მსჯავრს იხდის.

P.S. როგორც ჩანს, არც ისე ფსიქიურად დაავადებულია, უფრო დამნაშავეს ჰგავს. ალბათ, შსს გააკეთებს განცხადებას.

ვახოს მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა ოპერაცია და მალე პალატაში გადაიყვანენ”, – წერს ჟურნალისტი.

იხილეთ ვიდეო, სადაც ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და დაზარალებულის დედა – დალი ჩიტალაძე ბრალდებულის შესახებ საუბრობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები