მოიმარჯვეთ ფურცელი და კალამი პასუხების ჩასაწერად. დალაი-ლამას ტესტი სულ სამი კითხვისაგან შედგება, თუმცა პასუხების ჩანიშვნა ტესტის ბოლომდე მოგიწევთ. პასუხები აუცილებლად გულწრფელი უნდა იყოს. მხოლოდ ასე გაარკვევთ, როგორი ხართ სინამდვილეში. კითხვებს თანამიმდევრობით უპასუხეთ. მომდევნო კითხვები წინასწარ არ წაიკითხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორ პასუხს ვერ მიიღებთ. დავალება შეასრულეთ დაკვირვებით და აუჩქარებლად!
1. ქვემოთ ჩამოთვლილი ცხოველები ჩამოწერეთ მათდამი თქვენი დამოკიდებულების მიხედვით (რომელი მოგწონთ უფრო მეტად და ა. შ.):
ა) ძროხა;
ბ) ვეფხვი;
გ) ცხვარი;
დ) ცხენი;
ე) ღორი.
2. თითოეულ ობიექტს მიუწერეთ თითო განსაზღვრება (რომელიმე ერთი ზედსართავი სახელი):
ა) ძაღლი;
ბ) კატა;
გ) ვირთხა;
დ) ყავა;
ე) ზღვა.
3. თითოეულ ფერს მიუსადაგეთ ვინმე, ვინც თქვენთვის ძვირფასია:
ა) ყვითელი;
ბ) ნარინჯისფერი;
გ) წითელი;
დ) თეთრი;
ე) მწვანე.
კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი პასუხებს, დარწმუნდით, რომ ისინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს განცდებს.
ახლა კი – შედეგები:
1. როგორი ხართ ცხოვრებაში, რა არის თქვენი პრიორიტეტი:
- ძროხა – კარიერა;
- ვეფხვი – თავმოყვარეობა/ღირსება;
- ცხვარი -სიყვარული;
- ცხენი – ოჯახი;
- ღორი – ფული.
2. თქვენი დახასიათება-განსაზღვრებები არის აღწერა…
- ძაღლი – საკუთარი თავის;
- კატა – პარტნიორის;
- ვირთხა – მტრის;
- ყავა – სექსისადმი თქვენი ინტერესის;
- ზღვა – თქვენი ცხოვრების.
3. თქვენი ფერები – თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანები:
- ყვითელი – ის, ვინც არასოდეს დაგივიწყებთ;
- ნარინჯისფერი – ის, ვინც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ;
- წითელი – ის, ვინც ნამდვილად გიყვართ;
- თეთრი – თქვენი სულიერი “ტყუპისცალი”;
- მწვანე – ის, ვინც სიცოცხლის ბოლომდე გემახსოვრებათ.