დაკარგული 16 წლის ნინი კვაჭანტირაძე შესაძლოა, „ემოს“ წარმომადგენლებს ჰყავდეთ. დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ გოგონა რუსთაველის გამზირზე რესტორან „ვენდისთან“ დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია 16 წლის ნინი გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა. უცნობია, რა ვითარებაში გაქრა გოგონა. ახლობლების ინფორმაციით, იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, თავად გოგონა სად იმყოფება, უცნობია.
სხვა სიახლეები