დაკავებული სატანისტი ახალგაზრდების ადვოკატმა ქამრით თავი ჩამოიხრჩო

საქმე, რომელიც 2008 წელს რუსეთში, ქალაქ იაროსლავში მოხდა. არასრულწლოვანმა სატანისტებმა სამი გოგონა და ერთი ბიჭი მოკლეს და დაანაწევრეს. სექტის ლიდერს, 21 წლის ნიკოლაი ოგოლობიაკს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 20 წელი მიუსაჯეს. იგივე კოლონიაში გააგზავნეს მისი თანამზრახველი – კონსტანტინ ბარანოვი, რომელსაც სასამართლომ 10-წლიანი სასჯელი, ხოლო სექტის დანარჩენ წევრებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა შეუფარდეს. დანაშაულის ჩადენის მომენტში ყველა მათგანი არასრულწლოვანი იყო. სატანისტებმა სასამართლოზე აღიარეს, რომ მათი სექტა 2006 წლიდან ფუნქციონირებდა.

თავდაპირველად, მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ცხოველებზე ატარებდნენ. შემდეგ უკვე საფლავების გათხრა და ადამიანების ჭამა დაიწყეს. ორი წლის შემდეგ „განვითარდნენ“ და გადაწყვიტეს, მიღწევათა სიაში ადამიანის მკვლელობაც შეეტანათ. სატანისტებმა სექტის გაფართოებისა და ახალ საფეხურზე აყვანის მიზნით, პირველ დღეს მოკლეს ორი გოგონა, ხოლო შემდეგ გოგო და ბიჭი, ცხედრები დაანაკუწეს, სხეულის ნაწილები შეჭამეს, ნარჩენები კი წყლით სავსე თხრილში ჩაყარეს. იქვე დაამაგრეს ამობრუნებული ჯვარი, რომელზეც მოკლული კატა დაკიდეს.

ამ საქმესთან დაკავშირებული სასამართლო სხდომების ოქმებმა 35 ტომი შეადგინა. თავად პროცესი წელიწადნახევარს გაგრძელდა. სატანისტებს ბრალი წაუყენეს რიტუალურ განზრახ მკვლელობებში, მიცვალებულების საფლავიდან ამოთხრა-დასახიჩრებაში და კანიბალიზმში.

საქმე ორმაგად რეზონანსული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატმა საკუთარ ოფისში თავი ქამრით ჩამოიხრჩო.

წყარო:http://mediacity.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები