ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი კორონავირუსზე:
“დაიწყო ყველაზე რთული და საგანგაშო კორონაპერიოდი.
ეს არ არის ხუმრობა, არც აგდებით დამოკიდებულებას იმსახურებს.
ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი, ბევრს რომ ჰგონია. ჯერ “კოვიდ19”-ის პირდაპირი სამკურნალო წამლები და ვაქცინა არ არსებობს, განსხვავებით გრიპის ვირუსებისგან.
ყოველი 1 პაციენტი სახელმწიფოს საშუალოდ 6 ათასი ₾ მაინც უჯდება.
ყოველი გარდადცლილი პაციენტი ოჯახის უდიდესი ტკივილია.
ბევრს კორონავირუსი ადვილად გადააქვს, მაგრამ ზოგისთვის ის უმძიმესი დარტყმაა.
ჩვენ სრულიად უგულებელვყავით სამოქალაქო პასუხისმგებლობა და, საკუთარი თავის გარდა, საფრთხეში შედარებით სუსტი ჯანმრთელობის ადამიანები ჩავაგდეთ.
ეს მაშინ, როდესაც, მაგალითად, მთაში ქართველები გადამდები სენის შეყრის შემდეგ სოფელს განერიდებოდნენ და დასნებოვნებისგან უამრავ ადამიანს იცავდნენ.
აი, ისინი იყვნენ პასუხისმგებლიანები.
გვგონია, იმის ფუფუნება გვაქვს, რომ უამრავი ფული ვხარჯოთ “კოვიდ 19”-ზე?
არა, მეგობრებო. ჩვენ დიდ თანხებს ვაკლებთ იმავე განათლებას ან მართლწესრიგს, რომ ვირუსს გავუმკლავდეთ.
არადა, ჩვენი სამოქალაქო პასუხიმგებლობით შეგვეძლო “კოვიდ19”-ის ფართოდ გავრცელებისთვის ხელის შეშლა.
სამწუხაროდ, “კოვიდ19”-ის ყველაზე საგანგაშო პერიოდი დაიწყო. ექიმები შესაძლოა, იმ არჩევნის წინაშე დადგნენ, ვინ გადაარჩინონ.
პასუხისმგებლობა ერთაერთი გამოსავალია”, – წერს ჩანადირი.
სხვა სიახლეები