საინტერესო ფაქტი ინგლისში – ოქსფორდშირის საგრაფოს სოფელ დენჩვორთის მაცხოვრებლებს, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საკუთარი წონის 10%–ს დაიკლებენ, უცნობი ქველმოქმედი ფულად ჯილდოს გადასცემს.
ეს ადამიანი სოფელში მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა – მაშინ, როცა, Covid–19–ის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა სახის შეზღუდვა, მათ შორის, კარანტინი დაწესდა.
უცნობი ქველმოქმედის განცხადებით, ის 100 ფუნტ სტერლინგს გადაუხდის მას, ვინც 1–ელ აგვისტომდე წონის 10%–ს დაიკლებს. თუმცა, აუცილებელი პირობა ფულის ადგილობრივ პაბში დახარჯვაა.