“დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება” – პაატა იმნაძის რეკომენდაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის პარალელურად, გაიცემა სხვადასხვა რეკომენდაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოკლე მანძილებზე სასურველია ფეხით გადაადგილება, ტრანსპორტი კი უნდა დაეთმოთ მათ, ვინც შორ მანძილზე მგზავრობს:

„მოკლე მანძილებზე ჯობს ფეხით სიარული. დავუთმოთ ტრანსპორტი მათ, ვისაც ეს აუცილებლად სჭირდება იმისთვის, რომ ნაკლები იყოს ტრანსპორტზე დატვირთვა.

იმ თანამოქალაქეებს დავუთმოთ ტრანსპორტი, ვინც შორ მანძილზე გადაადგილდება“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები