“დავრჩი ცარიელი, დღეს მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს და სხვა არავისი” – თეა დარჩია

მოცეკვავე და ქორეოგრაფი, თეა დარჩია კორონავირუსის გამო გამოცხადებულ “ლოქდაუნზე” საუბრობს და ამბობს, რომ ოჯახში მხოლოდ თვითონ მუშაობს. ის იმ სირთულეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გადალახვაც უწევს:

“ზაფხულში რომ “აგვიშვეს”, წელებზე ფეხები დავიგდი,  მომეგროვებინა თანხა, რათა გამესტუმრებინა დაპაუზების ვალი ზემოდან დანართებით. შვილების განათლება, 10000 ლარი ჰაერში გავისროლე, არც სტუდენტები და არც მოსწავლეები არიან, ვინაიდან ონლაინ გაკვეთილები რაც არის, კი ვიცით. ეს სექტემებრი და ოქტომბერი რაც მამუშავა სახელმწიფომ, ისევ სახელმწიფოს დავუბრუნე ეს თანხა და დავრჩი ცარიელი. დღეს მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს და სხვა არავისი”, – განაცხადა მოცეკვავემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები