ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
„იავნანამ რა ჰქმნა რომ გენიალური მოთხრობაა, დავრწმუნდი: დაბრუნებისთანავე ვიკითხე, რა ისწავლა თინუსამ ახალი-მეთქი. ნიკომ არც აცია, არც აცხელა, მომახალა – მაკა – (მეორე ბებიის სახელი). დამკრა ელვამ და მეხმა და ვერც დამიწდა, რეზინის შლოპანცებმა დენი არ გაატარა. დამჭირდა დედისეული აღზრდის სრული მობილიზება, შემომეძახა თავისთვის, რომ შური მდარე ადამიანების თვისებაა და დავიწყე ფიქრი, რა ვიღონო, რომ ისე აღმოვფხვრა უთანასწორობა, ღირსეული ბებიის და ნამდვილი მანდილოსნის სახე არ დავკარგო. ხოდა გაიღვიძა თუ არა თინუსამ, მოვიმარჯვე პულტი და ჩავრთე ბოსა ნოვა, რომელზეც ჩემს წასვლამდე დილაობით ვცეკვავდით. შევასრულეთ თავბრუდამხვევი ბრუნი და…… ბებუ – მითხრა ნაზად და ათივე კიჭით გამიღიმა“,- წერს ნათია ფანჯიკიძე.
სხვა სიახლეები