რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც გარდაცვლილი დავით სარალიძის კლასმა გადაიღო. კლიპმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილმა მიიჩნია, რომ 17-18 წლის გოგო-ბიჭები არ უნდა “სწერვობდნენ”, “ძერსკობდნენ” და აფიშირებნენ, რომ ისინი თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ უბანში – ვერაზე სწავლობენ.
ზოგი კი ფიქრობს, რომ ახალგაზრდებმა კლიპის ასეთი სტრუქტურა სწორედ იმიტომ შეარჩიეს, რომ უნდოდათ, ეხუმრათ იმ თემებზე, რაც იდეურად და თეორიულად ჰიმნში ჩადეს.
ჰიმნი სკოლის მოსწავლეებს რამდენჯერმე ჩაასწორებინეს. პირვანდელ ვერსიაში მათთან ერთად მათივე სკოლის მასწავლებელი “რეპავდა”, რის გამოც კლიპი ახალგაზრდებს ინტერნეტსივრციდაან ააღებინეს, მასწავლებლის რეპი ამოაჭრევინეს და ჰიმნის საბოლოო ვერსია რამდენიმე საათის წინ გაასაჯაროეს.