„მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ სიკო დოლიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაუბრუნა არა მხოლოდ მის შთამომავლებს, არამედ სრულიად საქართველოს“,-ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციულურ ქსელში ავრცელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ოქიტაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს.
„კარგი და სასიხარულო ამბავი გავიგე და აუცილებლად მინდა, რომ გაგიზიაროთ! 18 წლიანი უსამართლო ბრძოლა დასრულდა!! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომ სიკო დოლიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი დაუბრუნა არა მხოლოდ მის შთამომავლებს, არამედ სრულიად საქართველოს! მადლობა ბატონო ბიძინა სიკეთისათვის”, – წერს დავით ოქიტაშვილი.