„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, დავით თარხან-მოურავი ფიქრობს, რომ ეგზიტპოლი რესტორანმა „KFC“-მ ჩაატარა. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან „აჭარის“ ტელევიზიის ეთერში საკუთარი პარტიის და რეიტინგების შესახებ ისაუბრა.
პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ „ეგზიტპოლების ჩასატარებლად შემოიყვანეს „KFC“, რომელიც სრულიად არაკომპეტენტური ორგანიზაციაა და ის ქათმის ფრთებს ყიდის მსოფლიოში.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის დაკვეთით საარჩევნო ეგზიტპოლი გერმანულ-ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაცია „GFK“-მ ჩაატარა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=iSrpEqBXOlg&feature=youtu.be[/youtube]