“დადის სწრაფად, მაგიდაზე დგება და თითს გვიქნევს, გვაკონტროლებს” – სოფო ნიჟარაძე შვილზე ელის მარია სააკაშვილზე საუბრობს
მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ შვილზე ელის მარია სააკაშვილზე გადაცემა “ვანოს შოუში” ისაუბრა:
“იყო ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი, ძალიან ცოტა ადამიანს ხედავდა და რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა. ძალიან ცელქია, ჩხუბობს, მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს, დაჩაგრული ვყავართ, უფროსია ჩვენი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.
ძალიან უყვარს კუბიკებით თამაში. ააშენებს დაანგრევს, მერე თავიდან ააშენებს, ბოლოს ისეთი ხდება საღამოს სახლში, რომ ყველაფერი არეულია. როდესაც საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან მეშინოდა, როგორ მოიქცეოდა… მართლაც თავისი ხასიათი გამოავლინა. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და სულ არ უნდოდა იქიდან ჩასვლა. ყველაზე უფრო განათებულ ადგილზე დგებოდა.
ძალიან სწრაფად დადის. რომ ჩავიყვან ეზოში, სანამ პარკისკენ გავალთ, მოკიდებს სათამაშო ბავშვის ეტლს ხელს და გარბის, დაადებს თავს და სად მიდის არ იცის”. – ამბობს ნიჟარაძე.