“დაბრუნდა საყვარელი ადამიანის გარეშე” – ესპანეთში გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის ქმრის ემოციური შეხვედრა შვილებთან (ვიდეო)
ესპანეთში გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის ქმარი, რომელიც საქართველოში მარტის ბოლოს დაბრუნდა, 2-კვირიანი კარანტინიდან გამოვიდა და ოჯახის წევრების ნახვის საშუალება მიეცა.
„დაბრუნდა…საყვარელი ადამიანის გარეშე დაბრუნდა. დაბრუნდა შვილებთან ორმაგი პასუხისმგებლობით. ერთად წავიდნენ იმედით და მარტო დაბრუნდა ტკივილით სავსე. კაცები “არ ტირიანო” მაგრამ ტყუილია! ტირიან როდესაც უყვართ! ტირიან როდესაც საყვარელ ადამიანს კარგავენ… შვილებს თვალებს რომ ვერ უსწორებს ეს ის მომენტია“, – წერს სოციალურ ქსელში მომხმარებელი, რომელიც ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს.
blob:https://www.facebook.com/f206c115-6d5a-4ceb-aa89-a53c6151a1ca
34 წლის ცირა ალიხანაშვილი ესპანეტში 2 მარტს გაემგზავრა, მას სიმსივნისთვის უნდა ემკურნალა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით დაავადდა და შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილი ესპანეთში დაკრძალეს, რადგან ცხედრის გადმოსვენება შეუძლებელი გახდა. ოჯახს მისი გადმოსვენება 5 წლის შემდეგ შეეძლება. გარდაცვლილს 5 შვილი დარჩა.