დაბადებული 9 დეკემბერს

9 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ცვალებადი ხასიათითა და იმპულსურობით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა მიდრეკილია, აჰყვეს საკუთარ სურვილებს და აკეთოს ის, რაც უნდა. თუმცა, ამგვარი საქციელი რომ მოგვიანებით საკმაოდ ძვირი უჯდებათ, ამაზე ეს ხალხი ნაკლებად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, სასურველია, ამ ადამიანებმა მეტი სიფრთხილე, წინდახედულება და რეალური განსჯის უნარი გამოიმუშაონ ხასიათში, წინააღმდეგ შემთხვევაში წინ არაერთი უსიამოვნება და დაბრკოლება ელით.

დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ საიმისოდ, რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს, რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.

წყარო: astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები