18 დეკემბერს დაბადებული ადამიანები, ბუნებით მიზანსწრაფულები და პრინციპულები არიან. მათ გააჩნიათ ცივი გონება და ამბიციური გეგმები ცხოვრებაში, რომელსაც, როგორც წესი, ყოველთვის წარმატებით ახორციელებენ. თუმცა, თვისება – ზოგჯერ წვრილმანებზე იშალონ ნერვები, ხშირად აფუჭებს მათ რეპუტაციას საზოგადოებაში.
ასტროლგიურად დეკემბერი ორ რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანსა და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს, რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისება, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
წყარო: astrologi.ge