ბევრი ქალი, მიუხედავად უბედურად ყოფნისა, ინარჩუნებს ურთიერთობას სხვადასხვა მიზეზის გამო. არაჯანსაღი ურთიერთობა ანერვოზებს ქალს და, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს ყველაფერს, უჭირს წასვლა კაცისგან, რომელზეც ემოციურადაა დამოიდებული. მამაკაცების რამდენიმე კატეგორია და შესაბამისი ურთიერთობის სცენარი შეგვიძლია, განვიხილოთ. მაგალითად, მოღალატე მამაკაცი და მორიგი შეპირება, რომ ის ამას აღარ იზამს. ასევე, ეჭვიანი, აგრესიული მამაკაცი, რომელიც გთრგუნავთ, მაგრამ მისი შეცვლის იმედით ურთიერთობას ინარჩუნებთ და ა.შ
მიუხედავად მამაკაცების სხვადასხვა სახეობისა და ურთიერთობებისა, საბოლოოდ ერთ შედეგამდე მივდივართ. წლები გადის იმ იმედით, რომ ის შეიცვლება, უკეთესად მოგექცევათ, ბედნიერი იქნებით. ეჩვევით იმ ტოქსიკურ ურთიერთობას, რომელსაც თქვენთვის ზიანი მოაქვს და საბოლოოდ საკუთარ “მე”-ს სადღაც კარგავთ.
დაამთავრეთ ტოქსიკური ურთიერთობა და დაიწყეთ ახალი ცხოვრება. გთავაზობთ ინსტრუქციას მიხეილ ლაბკოსვკისგან.
პირველი ნაბიჯი გათავისუფლებისკენ – იმის გაცნობიერებაა, რომ ეს არავითარი სიყვარული არ არის,
რა თქმა უნდა, ნევროტიკი ქალი დაქალებს ეუბნება: “მე ის ისე მიყვარს, არც ცხოვრება და არც სუნთქვას მის გარეშე არ შემიძლია!”. მტკიცებულების სახით იშვიათ ბედნიერ ეპიზოდებს იხსენებს და ამბობს, რომ სწორედ მათ გამო ცხოვრობს ამ მამაკაცთან. ხანმოკლე სიხარულის წუთებისთვის, ტანჯვის მთელ ოკეანეში. გულწრფელად თქვით, ეს გჭირდებათ? თქვენ ხომ შეგიძლიათ დროის მთელი 100 პროცენტი ბედნიერი იყოთ.
მეორე: დაანებეთ თავი საკუთარი თავის სიბრალულს
ვიდრე საკუთარი თავი გებრალებათ, მძევლის პოზიციაში ხართ. როდესაც ამას შეწყვეტთ, მაშინვე მიხვდებით, რომ არჩევანი გაქვთ.
მესამე: უნდა მოემზადოთ
თუ ფული არ გაქვთ და მიჩვეული ხართ, რომ მამაკაცი გიგვარებთ ყველა პრობლემას, სამსახური იპოვნეთ, შეიცვალეთ საცხოვრებელი. თუ ფული არაა თქვენი პრობლემა და უბრალოდ მარტოობის გეშინიათ, გაემგზავრეთ დასასვენებლად და ახალი ადამიანების გაცნობა დაიწყეთ – არა იმისთვის, რომ გათხოვდეთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მარტო არ იყოთ.
მეოთხე და ძალიან მნიშველოვანი: ურთიერთობა პირველმა უნდა გაწყვიტოთ
არ უნდა უცადოთ, როდის გააკეთებს ამას თავად მამაკაცი იმიტომ, რომ თუ მიგატოვებენ, თქვენი თვითშეფასება დაეცემა. ხოლო თუ პირველი თქვენ წახვალთ, თქვენი თვითშეფასება გაიზრდება.
რისთვის უნდა გააკეთოთ ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ საკუთარ თავს მისცეთ შანსი, ადრე თუ გვიან ბედნიერი გახდეთ. აუცილებლად იპოვნით სიყვარულს, რომელიც არასდროს გქონიათ. მაგრამ იმისთვის, რომ ღისეულმა ადამიანმა შეგიყვაროთ, მისი შესაფერისი უნდა იყოთ. ხოლო თუ თქვენ წლების განმავლობაში იტანთ დამცირებას და მარტოობის შიშის გამო არაფერს აკეთებთ, არავითარ ღირსეულობაზე საუბარი არ იქნება. ასე რომ, წინ, იმოქმედეთ!….
Prev Post
Next Post
სხვა სიახლეები