დააკავეს მძარცველების ჯგუფი, რომელიც ცნობილ სახეების “ინსტაგრამის” დახმარებით ძარცვავდა

მი­ლან­ში მძარცველების 4-კა­ცი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ა­კა­ვეს, რომელიც ქალაქში მცხოვრებ ცნობილ ადამიანების ძარცვავდა.
სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა თქმით, ბან­დის წევ­რე­ბი სა­მიზ­ნე­ე­ბის და­საზ­ვე­რად, სახ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბის გა­სა­გე­ბად, ფან­ჯრე­ბი­სა და კა­რის ტი­პის დად­გე­ნის­თვის “ინ­სტაგ­რამს” იყე­ნებ­დნენ. მათ სწო­რედ პოს­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით იცოდ­ნენ, თუ რო­მე­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა სად, რო­მელ ოთახ­ში შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო. შემ­დეგ ძარ­ცვას გეგ­მავ­დნენ და სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბედ­ნენ, სწო­რედ ამ სის­წრა­ფი­სა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის გამო შე­არ­ქვეს “აკ­რო­ბა­ტი მძარ­ცვე­ლე­ბი.“
მძარცველების მსხვერპლთა სიაში მი­ლა­ნის “ინ­ტე­რის” ფეხ­ბურ­თე­ლი – აშ­რაფ ჰა­კი­მი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი – დი­ლე­ტა ლე­ო­ტა და ინფლუ­ენ­სე­რი ელე­ო­ნო­რა ინ­კარ­ნოა აღმოჩნდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები