გამომცემლობა The Guardian–ის ცნობით, რუსეთის FSB–მ დააკავა მამაკაცი, რომელიც თავს ,,ქრისტეს,, უწოდებს. როგორც ცნობილია, მასშტაბური სპეცოპერაცია ციმბირში ჩატარდა. დაკავებულია რელიგიური კულტის ლიდერი.
სპეცოპერაციაში ჩართული იყო ვერტმფრენები და სპეცდანიშნულების ძალები. სპეცოპერაციისას სერგეი ტროპის კიდევ ორი თანაშემწე დააკავეს.
სერგეი ტროპს, რომელსაც ,,ვისარიონს,, უწოდებენ, ციმბირში ათასობით მიმდევარი ჰყავს. მის რელიგიურ კულტში მკაცრად არის გაწერილი წესები – მუდმივი მარხვა და ასკეტური სამოსი. კულტი არ აღიარებს ფულსა და ამ გზით ვაჭრობას. მიმდევრებისთვის ახალი წელთაღრიცხვა 1961 წლის 14 იანვრიდან, სულიერი ლიდერის დაბადების დღიდან იწყება.