გუშინ მოკლული 9 წლის გოგონას თხზულება – “როცა მოწყენილი ვარ”

“მე მოწყენილი ვარ, როდესაც ჩემი ბიძა მახსენდება. მე მწყინს, რომ ის ჩემთან არ არის. ამ დროს ფიქრი იქით მიმდის, რომ ის ძალიან კეთილი იყო. ღმერთმა თავისთან წაიყვანა და ის იქ კარგად იქნება, ამის შემდეგ კარგ ხასიათზე ვდგები”,- წერდა ნანიკო ბერიაშვილი.
შეგახსნებეთ, რომ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, გორში, ლიახვის პირზე 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, გოგონას თავზე ცელოფანი ჰქონდა შემოხვეული, ხელ-ფეხი კი მავთულით შეკრული. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გოგონას მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 34 წლის მამაკაცია დაკავებული..
“იმ მარშრუტის დადგენის შედეგად, რომლითაც ბავშვი გადაადგილდებოდა ყველა სახლი გაიჩხრიკა. ერთ-ერთ სახლში აღმოჩნდა სისხლის კვალი, რის საფუძველზეც დავაკავეთ ი.ნ. ის იქ სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს”, – განაცხადა შს მინისტრს პირველმა მოადგილემ კახა საბანიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები