პოლიციამ გურიაში დაკარგული 17 წლის გოგონა იპოვა

გურიაში გაუჩინარებული 17 წლის გოგო პოლიციამ იპოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, ოზურგეთში გაუჩინარებულ 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ოჯახი და სამართალდამცველები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
სამინისტრო დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

სახლში ინგლისურ ენაზე მარიამის დაწერილი წერილი იპოვეს, რომელსაც პოლიცია სწავლობს. ოჯახის წევრები და ახლობლები წერილის შინაარსზე ვერ საუბრობენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინიციალებითპედაგოგი და რამდენიმე კლასელია აღნიშნული.

ერთ-ერთი ვერსიით, მარიამი ცნობილ ინტერნეტთამაშს თამაშობდა, თუმცა ნაწილი ამ ვერსიას გამორიცხავს. ახლობლები ოჯახისგან ან სკოლისგან ზეწოლას გამორიცხავენ.

მარიამ ბურჭულაძე ბოლოს სკოლაში ნახეს. ის საგზაო ვიდეოკამერებმა ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა. სოფელ მუხაესტატედან კი გოგონას კვალი იკარგება.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები