გურამ შეროზია: რა დააშავეს ამ უმწეო ბავშვებმა, მონსტრი მშობლების ხელში

ბლოგერმა გურამ შეროზიამ 4 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. შეროზია ხალხს მოუწოდებს, რომ როდესაც ძალადობის ფაქტს წააწყდებიან, აუცილებლად დარეკონ პოლიციაში.
„არ ამომდის თავიდან ეს პატარა და უმწეო 4 წლის გოგო! ნუ უყურებთ ამ პრობლემას შორი პოზიციიდან. მოძალადეები ჩვენს შორის არიან, ისინიც კი – ახლა სახეს რომ იხოკავენ და გუშინ. თავად უკიოდნენ ბოლო ხმაზე შვილებს, დაურტყამთ კიდეც და კაცმა არ იცის, როდის იქნებიან უარესის გამკეთებლები. დიდი ხანია აღარ მერიდება და არც ვთვლი ოჯახის საქმედ, როცა მსგავს რამეს ვხედავ. ვთქვათ, პატრულშიც დავრეკეთ, ბოლოს რა მოხდება? ისევ მოძალადე, მაგრამ ბიოლოგიურ მშობლებთან დააბრუნებენ ბავშვს “დედაა და გაცხარდა, რა მოხდა” კომენტარით? ელენა გამახსენდა, რამდენჯერმე მუცელი ტკიოდა და გაუჩერებლად ტიროდა (ნუ მთელ 6 თვეში ორი-სამჯერ ალბათ). ჰოდა, წარმოვიდგინე, რომ აი, ისეთ ოჯახში რომ ყოფილიყო დაბადებული და მისთვისაც ეკივლათ გასაჩუმებლად, დაერტყათ, არ ვიცი… რა დააშავეს ამ უმწეო ბავშვებმა, მონსტრი მშობლების ხელში. როცა ამდენი, პოტენციურად იდეალური მშობელი – უშვილობით იტანჯება. სად არის ამ დროს ღმერთი, როცა ეს პატარა, უდანაშაულო ბავშვები ასე სასტიკად კვდებიან?!“ – წერს შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები