გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს.

„სან ხოსეს“ რიგებში მოასპარეზე ქართველმა ფეხბურთელებმა, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს.

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა ზურგზე „საბურთალოს“ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი დაიწერეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები