„გული მტკივა, რომ ხალხს გული ვატკინეთ და ვნანობ ამ ყველაფერს“ – რა გეგმები აქვს მაია რჩეულიშვილს

რჩეულიშვილმა 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
როგორც რჩეულიშვილი ამბობს ის ნანობს იმ ყველაფერს რაც ხალხს გაუკეთა.

„ყველაზე მეტად მენატრებოდა ალბათ ვახო. მე ვთვლი, რომ ვახოს სიკვდილი იყო ყველაზე დიდი პროტესტი, რომელიც გამოიხატა სიკვდილით ჩვენს დაჭერაზე. ყველაზე დიდი ტკივილი ალბათ, მას მივაყენეთ.

ჩემი ცხოვრების წესი არის მუშაობა, აქედან გამომდინარე 5 წელი ციხეში ვიმუშავე დღე და ღამე.

გული მტკივა, რომ ხალხს გული ვატკინეთ და ვნანობ ამ ყველაფერს, რა საკვირველია ყოველდღე ამ ხალხზე ვფიქრობდი.

რუსო რომ შემოვიდა კამერაში რა თქმა უნდა ტრაგიკული იყო, ვერავინ ვერ მითხრა, რომ რუსოს იჭერდნენ.

ალბათ ასე უნდა ყოფილიყო, ოჯახი შეიკრა ისევ, დებმა ერთმანეთი ვიპოვეთ, ეს ხომ გარეთ არ მოხდებოდა“, – ამბობს მაია რჩეულიშვილი.

ცნობისთვის,  საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, “მაგნოლიას” ეპიზოდსაც მოიცავდა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები