“გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ”-გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პაციენტებში ბევრი წამლის დანიშვნის თემას ეხმაურება:

“გული მიკვდება, როდესაც პაციენტს ზღვა რაოდენობით წამალს უნიშნავენ
კარგი ექიმი ის კი არ არის, ვინც 8-10 წამალს გინიშნავთ რაღაც ერთი დაავადებისთვის, არამედ ის, ვინც გინიშნავთ რამდენიმეს, მაგრამ ძალიან ეფექტურს!
არ უნდა გავწიროთ პაციენტები იმდენი მედიკამენტით, რომ მიღებული წამლების რაოდენობამ ვახშმის ფუნქცია შეითავსოს
ჯერ ერთი, ასე პაციენტი ფინანსურად ზარალდება და მეორეც, წამლების ამ რაოდენობისგან და წამლებს შორის რეაქციისაგან პაციენტი კიდევ უფრო მძიმდება.”- წერს გიორგი ღოღობერიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები