“გული გეტკინა?! ჰო, ვისაც გული აქვს, იმას სტკენენ” – რა სტატუსს აქვეყნებს პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი პირად “ფეისბუქგვერდზე” სტატუსს აქვეყნებს, რომლის საშუალებითაც ადამიანებს ურჩევს, რომ ერჩივნოთ, გული ეტკინოთ, ვიდრე – ქვისგულიანები იყვნენ.

”გული გეტკინა?! ჰო, ვისაც გული აქვს, იმას სტკენენ… გერჩივნოს, გული გქონდეს და გეტკინოს, ვიდრე ქვისგულიანი და უგრძნობელი იყო… ჩათვალე, რომ ეს არის ამ სამყაროს ყველაზე აქტუალური კანონზომიერება… სამართალი მაინც შენს მხარეს არის… ნუ იტყვი, რომ შენ ახლა, ამ სამყაროში გინდა, სამართლიანიბამ იზეიმოს… ეს აბსურდია… კარგად ხედავ, რა უცებ ტოვებენ ადამიანები ხილულ სამყაროს… მიწაზე ყოფნა დროებითი გასეირნებაა, ოღონდ ისე უნდა გაიარო წუმპეში, ჭუჭყი და ტალახი არ მოგეცხოს… გაიჭირვე, აიტანე ეს ამდენი ფარისევლობა, მლიქვნელობა, სიბინძურე… ათასჯერ გეტკინოს გული, მთავარია მოლოდინის იმედი გქონდეს… რომ ამ დაუმსახურებელი ტკივილების სანაცვლოდ ღმერთი დაუსრულებელ სიხარულს გიმზადებს… ვისაც უსამართლოდ ექცევიან, მასთან არის უფალი… აგროვე ქონება, რამდენიც გინდა, როცა თვალები სამუდამოდ დაგეხუჭება, სრულ სიცარიელეში აღმოჩნდები, თუ სულიერი მარაგი არ გაქვს მოგროვილი… ადამიანებისგან მოყენებულ ტკივილს, ღვთისგან სიხარული მოაქვს… ამიტომ, ტკივილიც უნდა გიხაროდეს!..”, – წერს პეტრე კოლხი. 

კომენტარები

სხვა სიახლეები