შემადგენლობა:
საქონლის ხორცი რბილი 200გრ; სტაფილო 40 გრ; კარტოფილი 40გრ; ტომატ პასტა 20გრ; დაფნის ფოთოლი 1 გრ; თეთრი ხახვი 15გრ; სოუსი “ტობასკო“ 5გრ; ზეთი 15გრ; კარაქი 20გრ; როზმარინი 1გრ, მარილი.
მომზადების წესი:
ხორცი, სტაფილო და კარტოფილი დავჭრათ ოთკუთხედად და ცალკე ქვაბში მოვხარშოთ. მეორე ქვაბში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, კარქთან ერთად. ხახვი რომ შეწითლდება, ჩავყაროთ ხორცი და ვშუშოთ კიდევ 5წთ. შემდეგ დავასხათ გაწურული ბულიონი და ვადუღოთ კიდევ 10წთ. ამის შემდეგ დავუმატოთ სტაფილო და კარტოფილი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე.
ტაფაზე მოვწალოთ ტომატ-პასტა, ფქვილი და ზეთი, ჩავმატოთ ქვაბში და ვშუშოთ. ბოლოს მოვაყაროთ როზმარინი.
რესტორანი „ვაინშტეფანი“ – ალ.ყაზბეგის 27