გუკა რჩეულიშვილი პროკურატურაში არ გამოცხადდა. მან სოციალურ ქსელში ცნობილი ფილმის ” დამიჭირე თუ შეგიძლიას” ფოტო გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ დედა-შვილი, მაია და გუკა რჩეულიშვილები დღეს თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. კომპანია “ცენტრ-პოინტის” დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს, გუკა რჩეულიშვილი კი – 11:00 საათზე იყო დაბარებული. როგორც მაია რჩეულიშვილმა განაცხადა, ამ საქმესთან გუკას კავშირი არ აქვს. ”ჩვენების მისაცემად ვარ დაბარებული. საქმე ”მაგნოლიას” პროექტს ეხება. მე მივალ, გუკა – არ ვიცი, ის საერთოდ არ ჩანს. არაფერი ვიცით გუკაზე, სად არის. ეს საერთოდ ჰგავს პოლიტიკურ დევნას. გუკა საერთოდ არაფერ შუაშია. ყურით მოთრეული ამბავია. ამ მინახავს ასეთი სისასტიკე, რომ ოჯახს შვილით უსწორდებოდნენ. ჯერ ეს საქართველოს არცერთ ხელისუფალს არ უკადრია”, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
სხვა სიახლეები