გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსმა“ ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა. მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განაცხადებით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ბარის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც ინციდენტი მოხდა. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ მერაბ კობიაშვილს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანი ურტყამს.
ვიდეო:ინტერპრესნიუსი