გამოცემა „ობოზრევატელი“ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ „გუგლში“ რუსული სიტყვა “росіяни” (რუსეთის მკვიდრნი) „ოკუპანტებად“ (оккупанты) ითარგმნება. ეს ფაქტი ბლოგერმა ალექსანდრე მალანჩენკომ დააფიქსირა. „ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ფაქტია! „გუგლმა“ რუსები ოკუპანტებად აღიარა“, – წერს „ობოზრევატელი“.