როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ როცა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჯოჯოხეთს ემსგავსება და მშვიდი დიალოგი არა და არ გამოგვდის. გვტანჯავს, ამას ვაცნობიერებთ, მაგრამ მაინც გვიყვარს და უიმისოდ არ შეგვიძლია..
ალბათ ბევრ თქვენგანს ექნება 1989 წელს გადაღებულმა ფილმი, „The
War of the Roses“, რომელშიც ორი უნიჭიერესი მსახიობი მაიკ დულგლასიდა კეტრინ ტერნერი მონაწილეობენ. ეს არის დრამატული
ისტორია წყვილზე, რომელებმაც სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე, დიდზე დიდი „სიუძულვილის“მაგისტრალი გაიარეს და საბოლოოდ მაინც ხელახლა აღმოაჩინეს ერთმანეთი. რაღა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ყველა ცხოვრებისეული „ლოვ-სთორი“ ერთმნიშვნელოვნად ჰეფი ენდით დამთავრებულიყოს, თუმცა
რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ტიპის ურთიერთობებს რომ ჩავუღრმავდეთ, საამისოდ უმჯობესია
ახლოს გავეცნოთ სინდრომს, რომელსაც სხვაგვარად „სტოკჰოლმის სინდრომი“ ეწოდება.
WTF?…
„სტოკჰოლმის სინდრომი“
ანუ მსხვერპლის აგრესორთან იდენტიფიკაცია-ფსიქოლოგიური დარღვევაა, რომელიც მოძალადე-მსხვერპლის ურთიერთობისას წარმოიქმნება. ასეთ დროს მსხვერპლი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა
იყოს და.. სიმპათიით იმსჭვალება მოძალადის მიმართ. სიმპათიას ვინ ჩივის, ეს უკანასკნელი ხანდახან მზადაა კიდეც რომ მოძალადის
„ბრალეულობა“, ნებისმიერი მეთოდით გააბათილოს
და როგორმე გაამართლოს იგი. მოკლედ რომ
ვთქვათ, „ერთი ეგ ფრთები მომაწოდე, გენაცვალე“ სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში,
სხვადასხვა გეოგრაფიული სახლეწოდების მქონე სინდრომების მთელი არმია მოვიძიე (ლიმას,
პარიზის, იერუსალიმის… და რა გინდა კიდე სულო და გულო), ამჯერად ჩვენ მიერ განსახილველი
სინდრომის „დისლოკაციის ადგილი“ მხოლოდ და მხოლოდ სტოკჰოლმია . მცირე ექსკურსი, რომ ჩაგიტაროთ, თავად ტერმინის სახელწოდებას ერთ რიგით კრიმინალისტს, ვინმე ნილს ბუჯეროტს მიაწერენ,
რომელმაც საკუთარ ანალიზში აღწერა ქალაქ სტოკჰოლმში, 1973 წელს მომხდარი ინციდენტიდან
, როცა მოძალადეებმა ტყვედ აიყვანეს ბანკის
პერსონალი.. შემდგომში კი თავად ტყვეებსა და მოძალადეებს შორის, ერთობ რომანტიული სიტუაცია ჩამოყალიბდა…
მტკიცება იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში მსგავსი ისტორიები
ნაკლებად მოიძებნება, ალბათ სასაცილო იქნება.
უფრო მეტიც, არსებობს ქალების გარკვეული კატეგორია,
რომელთაც რბილად რომ ვთქვათ, „რთული ხასიათის“ მქონე საპირისპირო სქესის წარმომადგენლები
იზიდავს. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ და მხოლოდ ექსტრიმის მოყვარულთან კი არ გვაქვს,
რომელსაც ზოგადად ყველაფერი „ექსტრა“ და განსხვავებული მოსწონს, ეს ფსიქოლოგიური მომენტია.. იგივე ზემოთ
ხსენებული „სტოკჰოლმის სინდრომი“, ანუ მსვერპლის აგრესორთან იდენტიფიკაცია. დაფიქრებულხართ, რატომ გსურთ ისეთი ადამიანის გვერდით
ყოფნა, რომელთან ურთიერთობასაც მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოაქვს თქვენთვის? შესაძლოა გულის სიღრმეში აცნობიერებთ კიდეც, რომ
თქვენ და ის სხვადასხვა ერთმანეთისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობთ. თუმცა მის გარეშე
„სიმშვიდეს“, მასთან ერთად „ტანჯვა“ გირჩევნიათ. ჩემი რესპოდენტის ისტორია, პარტნიორთან ორწლიანი
თანაცხოვრების მანძილზე, ტიპიური სტოკჰოლმის სინდრომის „ილუსტრაციას“ დაემსგავსა, მთელი
თავისი „ექშენებით“ და დინამიზმით. პრობლემას ისიც ართულებდა, რომ ისტორიის გმირს საკუთარ
მცირეწლოვან შვილთან ერთად წასასვლელი არსად ჰქონდა, აქედან გამომდინარე საქმე იქამდე
მივიდა რომ ოდესღაც მხურვალე შეყვარებულები, ერთ ჭერქვეშ მტრებივით ცხოვრობდნენ, სხვადასხვა
ოთახებში შეკეტილ-დაბანაკებული.
„ურთიერთობა ნელ-ნელა უარესდებოდა, მუდმივი კინკლაობის,
გაუთავებელი კამათისა და ჩხუბის ფონზე.. ერთმანეთის
ჯიბრზე მოქცევა უკვე წესად გვექცა.. ერთ დღესაც გამომიცხადა.. საღამოს 11 საათზე კარი
იკეტება. დააგვიანებ, სადარბაზოში მოგიწევს ღამის გათენებაო..“ იხსენებს ჩემი ისტორიის
გმირი…
„მე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ხუმრობად ჩავთვალე, მეგობრის
დაბადების დღეზე ვიყავი, ბავშვი მამასთან მყავდა გაშვებული და სახლში 11 საათსა და 10 წუთზე მივედი. კარი დაკეტილი
დამხვდა. ბინის „მეპატრონე“ კი აფსოლუტურად უაპელაციო და შეუვალი აღმოჩნდა ჩემი ხვეწნა-მუდარის
მიმართ. არავითარმა ქმედებამ, ცრემლებმა და
თხოვნამ შედეგი არ გამოიღო. ღამის გათენება სადარბაზოში მიწევდა, გადავწყიტე გვერდით
მეზობლისთვის მეთხოვა დახმარება. დიდი მობოდიშების ფონზე, ვთხოვე სახლის გასაღები სადღაც
გამებნა და თუ შეიძლება თქვენი აივნიდან გადავძვრები ჩემს აივანზე მეთქი“ . დაეჭვებით შემომხედა, მაგრამ უარი არ უთქვამს, დიდსულოვნად
მიმაცილა აივნის კარამდე.. ახლაც ვერ ვხსნი, როგორ დავძლიე შიში და მოკლე კაბასა და
მაღალქუსლიან ფეხასცმელებში გამოპრანჭულმა,
საკმაოდ მაღალი სართულის ერთი აივნიდან მეორე აივანზე, როგორ მოვახეხრე გადაფოფხება..
აივნის კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ფანჯარაში
შევიხედე, დავინახე სასტუმრო ოთახში ტელევიზორთან მშვიდად იჯდა და ყავას მიირთმევდა..
ცალი ფეხსაცმელი გავიხადე და მინა შევამტვრიე..
დაახლოებით ნახევარ საათში პატრული შემოვარდა ეზოში. ახალგაზრდა
კაცი ჩიოდა, ჩემს სახლში, აივანიდან ვიღაც
უნცობი ქალი ცდილობს შემოჭრასო…
მსგავსი ინციდენტის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი ისტორიის გმირი, დაუმთავრებელ, ჯერ კიდევ
კომუნიკაციიების არმქონე ახალაშენებულ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.. მეგობრების დახმარებით
„შეაკოწიწა“ საჭირო ავეჯი, ნივთები..პირველადი მოხმარების საგნები.. და მკაცრად გადაწყვიტა,
რომ ცხოვრება თავიდან დაეწყო..
რაღაც პერიდის შემდეგ, მასთან ვიზიტებს საღამოობით ინკოგნიტო სტუმარმა მოუხშირა… ზარის დარეკვის შემდეგ, ჩვენი
რესპოდენტი კარებთან საკუთარ ცალ ფეხსაცმელს.. ჭიქას.. ქვაბის თავსახურს და სხვადასხვა
ნივთს პოულობდა.. ეს ის ნივთები იყო, რომელიც
მას ყოფილი პარტნიორის ბინაში დარჩა..
ალბათ ხვდებით ისტორიის ფინალს-შერიგება.. თუმცა საბოლოო
თუ დროებითი ეს თავად გადაწყვიტეთ. მე კი ამ სტატიას სტოკჰოლმის სინდრომის შესახებ ფსიქოლოგის კომენტარით დავასრულებ სტატიას:
სტოკჰოლმის სინდრომი, არის ერთ-ერთი პარადოქსული რეაქცია, რომელიც წყვილებს შორის
შეიძლება გაჩნდეს. საერთოდ სასიყვარულო წყვილებს
შორის ცნობილია მკვეთრად პოზიტიური შეფასების არსებობა, ჩვენს ნაცნობებთან შედარებით
განსხვავებულად აღვიქვამთ სასიყვარულო პარტნიორებს, შესაძლოა სტოკჰოლმის სინდრომი მივიჩნიოთ მკვეთრად
პოზიტიურ და ამავედროს დამახინჯებული აღქმის შედეგად. ფსიქოლოგიაში ცნობილია
, რომ ძლიერი ემოციური წნეხი, ემოციური ფონი ხშირადაა
სიყვარულის წარმოქმნის წინაპირობა, ან უბრალოდ ადამიანებს ემოციურ წნეხზე გაჩენილი
რეაქცია ხშირად სიყვარულად მიაჩნიათ.
ძირითადად ურთიერთობაში „მსხვერპლის“
როლის შემსრულებებს ახასიათებთ მიჯაჭვულობა პარტნიორის მიმართ და შექმნილ
ინტენსიურ ემოციურ ფონს სიყვარულსუწოდებენ. შესაბამისად პარტნიორის
შეფასება ძლიერ ემოციურ ფონზე ხდება. სტოკჰოლმის სინდრომი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დაცვის მექანიზმი
(გავიხსენოთ ფროიდის „აგრესორთან იდენტიფიკაცია“).
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვიცავთ არა თავად
პარტნიორთან ურთიერთობას, არამედ ჩვენს წარმოდგენებს და ემოციურ დამოკიდებულებას
ამ პარტნიორის მიმართ. პარტნიორები, მიუხედავად არასასურველი
მოვლენებისა, პირვანდელი ემოციური იფონის
შენარჩუნებას ცდილობენ. შესაძლოა ეს იყოს წარსულისადმი
, იმ დროისადმი მონატრებით გამოწვეული, როცა თავს ჯერ ისევკარგად
გრძნობდნენ. ასევე შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს შეზღუდვები
სოციალურ გარემოში და მოძალადე პარტნიორთან ახლო ურთიერთობა, სიახლოვე ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია
დადებითი ემოციების შექმნის დროს, , შესაბამისად რაც უფრო
ახლოს იქნება ფიზიკურად მოძალადე, მით უფრო გაუჭირდება მსხვერპლს ურთიერთობისგან თავის
დაღწევა. სტოკჰოლმის სინდრომის დროს,
‘მსხვერპლის“ როლის პარტნიორები ხშირად
ფიქრობენ, რომ „მოძალადის გამოსწორება“
შესაძლებელია, მას არაფერს დაუშავებს
იმიტომ, რომუყვარს და ა.შ. თუ ურთიერთობაში „მოძალადეს“
აქვს ტენდენცია ძალადობისკენ, მაშინ მსხვერპლის იმედი
რომ „ისგამოსწორდება“ ფუჭია.
ასევე ხშირად გარემო ფაქტორებს, სხვა ადამიანებს აბრალებენ
ხოლმე აგრესიის გამოვლენის მიზეზებს.ახლობლების მხრიდან ამ
ურთიერთობის აკრძალვა ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ საპირისპირო შედეგს
იწვევს, გარშემომყოფების ჩარევა ხშირად იწვევს ინტენსიური
ნეგატიური ფონის წარმოქმნას, როდესაც ნეგატიური ემოციები
შეიძლება მთლიანად კომპენსირდნენ გარემოზე და მოძალადის მიმართ უფრო მეტიმიჯჭვულობა
გაუჩნდეს მსხვერპლს. თუ წყვილის ახლობლებს
სურთ ურთიერთობაში ჩარევა, სასურველია თუ მაქსიმალურ
დონეზე ესიქნება დელიკატური რჩევა და არა სასიყვარულო პარტნიორის გაკრიტიკება.წინააღმდეგ შემთხვევაში
საპირისპირო შედეგს მიიღებენ.
როდესაც ურთიერთობის გაგრძელების სულ მცირე იმედი მაინც გვაქვს,
მას დადებით, პოზიტიურ თვისებებს უფრო
მეტად მივაწერთ, აჯობებს ურთიერთობის
„მსხვერპლმა“ მოახერხოს დაფიქრება და
სიტუაციის სწორად გაანალიზება.დაფიქრდეს რას მოუტანს
მსგავსი ტიპის ურთიერთობა, რა შედეგებს მიიღებს რეალურად
და ბოლოს-რამდენადუღირს ამ „კატა-თაგვობანას“ თამაში.
წყარო: intermedia.ge