გროზნოში ტურიზმის და აქტიური დასვენების საერთაშორისო ფესტივალი «Шашлык-Машлык» გაიხსნა. ფესტივალზე ქალაქის სტუმრებისა და მაცხოვრებლებისთვის მოწყობილია კულინარიული კუთხეები და წარმოდგენილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა. «Шашлык-Машлык»“ ტარდება 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში. როგორც ქალაქის მესვეურები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ რესტორატორები ჩრდილოეთ კავკასიიდან და ყველა იმ რეგიონიდან, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. საფესტივალო პროგრამის გამორჩეული მოვლენები იქნება შეფ-მზარეულების გასტრონომიული პაექრობა და საფეხბურთო მატჩი.