“გრიშა კაკაჩია”: კაკაჩიებმა დამირეკეს, – რას გვერჩით, ბატონო? არ ვართ ცუდი ხალხიო

მეგრელებმაც დამირეკეს, კაკაჩიებმა მითხრეს, – რას გვერჩით, ბატონო? არ ვართ ცუდი ხალხიო. ამის შესახებ პოპულარული ქართული სერიალის “ჩემი ცოლის დაქალქების” მსახიობი, გრიშა კაკაჩიას რომლის შემსრულებელი დავით კვირცხალია “ამბები. გე”-სთან ინტერვიუში აცხადებს.

” მეგრელებმაც დამირეკეს, კაკაჩიებმა მითხრეს, – რას გვერჩით, ბატონო? ცუდი კაცი რომ მეთამაშა, ეს არც მიფიქრია-მეთქი, ვუთხარი.

ისე, გრიშა კაკაჩიას პროტოტიპად ერთი ახლო ნათესავი მივიჩნიე, რომელიც მეჩვენებდა, რომ ამ როლისთვის მშვენიერი მაგალითი იქნებოდა. კარგი კაცი იყო.

ყველას ეგონა, რომ მდიდარი იყო, არადა, არ იყო მდიდარი. ეგონათ, რომ მეცნიერი იყო და არც მეცნიერი ყოფილა, მაგრამ მთელი ცხოვრება თავაწეულმა იცხოვრა. ერთი თვისება კი ჰქონდა, ყველას ჭკუას ასწავლიდა, რასაც ვერ უგებდნენ… მოკლედ, რაკი ჩემი მონაწილეობა რამდენიმე სერიაში გაგრძელდა, ეტყობა, რაღაც მოვძებნეთ… თუმცა ბოლო სერია, რომელშიც გამოვჩნდი, ისე დამთავრდა, რომ არ ვიცი, ჩემს პერსონაჟს რა ბედი ელის, რა გაგრძელებას უპოვნიან ავტორები. მან ლევან ყოჩიაშვილის გმირი მანქანიდან შუა უღელტეხიზე გადმოაგდო”, – აცხადებს მსახიობი.

კომენტარები

სხვა სიახლეები