როგორც რუსული მედია იუწყება, რუსი მომღერალი გრიგორი ლეფსი ვერ ჩავიდა ისრაელში, სადაც მისი კონცერტებია დაგეგმილი. ამის შესახებ ისრაელის კნესეტის დეპუტატმა იულია მალინოვსკაიამ განაცხადა.
მალინოვსკაიას განცხადებით, წმინდა მიწაზე შესვლის უფლება მხოლოდ მისმა 17-მა მუსიკოსმა და ტექნიკურმა მუშაკმა მიიღო. „როგორ შეიძლება ასეთი რამ, რომ არტისტი, რომელმაც უამრავი საერთაშორისო საკონცერტო ტური ჩაატარა, რომელმაც წინა დღეს დაასრულა გასტროლები ევროპაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის “პულში” შედის, მოულოდნელად იღებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ისრაელის პოლიციისგან?“
სხვა სიახლეები