გრეიპფრუტის სამკურნალო თვისებები

გრეიპფრუტი დიდი რაოდენობით შეიცავს სპეციალურ ნვითიერებას, კერძოდ, ნარიგინს, რომელიც ხელს უწყობს საკვების მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, აჩქარებს ცხიმების წვას. ამიტომ, გრეიპფრუტს თუ ხშირად მიირთმევთ, ზედმეტი კილოგრამების გაქრობაში დაგეხმარებათ. მასში შემავალი გლუკოზიდები და ვიტამინები ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას.

გრეიპფრუტის მხოლოდ ერთი ნაყოფი სავსებით აკმაყოფილებს ადამიანის ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნილებას ნარიგინზე. ბიოფლავონოიდების მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს სისხლძარღვების ელასტიკურობას, ამაგრებს წვრილ კაპილარებს, აფერხებს სისხლჩაქცევებს.

გრეიპფრუტის ნაყოფი და მისი ახლადგამოწურული წვენი არაჩვეულებრივი მატონიზებელი საშუალებაა. მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება – ლიმონინი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას.

ასევე, სამკურნალო ეფექტი აქვს გრეიპფრუტის კურკებს. აკნეს დროს კანის დაზიანებულ ადგილას შეიზილეთ გრეიპფრუტის კურკების ექსტრაქტი. გააჩერეთ ხუთი წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით. ჭარბი ოფლიანობის დროს, ოც წვეთ გრეიპფრუტის კურკების ექსტრაქტს დაამატეთ წყალი. ეს ნარევი შეგიძლიათ, დეზოდორანტის მსგავსად გამოიყენოთ.

ნუ დალევთ წამალს გრეიპფრუტის წვენთან ერთად, რადგან წვენის მოქმედების შედეგად წამალზე ორგანიზმის რეაქცია იცვლება.

წყარო: http://www.for.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები