გოჩა ჩერტკოევმა პროექტ ‘’ცეკვავენ ვარსკვლავების’’ ქორეოგრაფ ალიონა ტოპშენკოს ხელით შეეხო, – ამის შესახებ შოუს კიდევ ერთი ქორეოგრაფი დიმიტრი დიკუსარი “რეიტინგთან” საუბრობს: ‘’გოჩამ ხელით უბიძგა ალიონას,იმიტომ რომ ის კაცი არაა. არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი კაცი არ შეეხება სხვის ქალს”, – აცხადებს ის. როგორც საუბრიდან ირკვევა ჩერტკოევს არ მოეწონა ის ფაქტი,რომ ალიონამ ერთ-ერთ მონაწილეს უთხრა,არავის მოუსმინო,შენ ყველაზე კარგი ხარო. ‘’ბედნიერები ვართ რომ აღარ ვხედავთ გოჩას და მის გუნდს და ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ახალ პროექტზე ვმუშაობთ.
შეგახსენებთ,რომ ‘’ცეკვავენ ვარსკვლავების’’ ქორეოგრაფებმა საშა ოხრიმენკომ,ალიონა ტოპშენკომ და დიმიტრი დიკუსარმა პროექტი რამდენიმე კვირის წინ დატოვეს.
Prev Post
სხვა სიახლეები