„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ლიდერი, გოჩა ჩერტკოევი თავისი სკანდალური, უცნაური ჩაცმულობით და იმიჯით გამოირჩევა. აქამდე ჩერტკოევმა იისფერი წვერით მიიქცია ხალხის ყურადღება. გოჩამ იმიჯის შეცვლა კვლავ გადაწყვიტა და ახლა მან წვერი თეთრად შეიღება. სოციალურ ქსელში ფოტოს ატვირთვის შემდეგ, მაყურებლის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მისი წვერის ფერი ბევრს მოეწონა. „არიელის მამას ჰგავს, ზღვის ღმერთი“, „შენ ყველაფერი გიხდება, გოჩა“, – ასეთ კომენტარებს უწერენ ჩერტკოევის ფანები მის ფოტოს.