გორში მცირეწლოვანი ბავშვის საწოლში გველი იპოვეს

გორში, კომბინატის დასახლებაში მდებარე ე.წ. ნარკოლოგიურის შენობის მეოთხე სართულზე ცოტა ხნის წინ გველი ნახეს. “ნიუპოსტის” კორესპონდნეტის ცნობით, ოჯახმა არ იცის, როგორ აღმოჩნდა ქვეწარმავალი საწოლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იწვა. საცხოვრებელში სამაშველო ჯგუფიც გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მისულმა მაშველებმა ქვეწარმავალი ვეღარ იპოვეს და ოჯახს კარის ღია დატოვება ურჩიეს.

ნარკოლოგიურის შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ქვეწარმავლებისა და მღრღნელების მომრავლებას კორპუსში არსებულ ანტისანიტარიას უკავშირებენ და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

წყარო:Newposts.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები