„გონების გასაღები“ – მეცნიერებმა ჩინგიზ ყაენის ხელნაწერი გაშიფრეს

მეცნიერებმა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხელნაწერი გაშიფრეს, რომელიც რუსეთის ალტაის რესპუბლიკის ნაციონალურ მუზეუმში ინახებოდა. ხელნაწერი მონღოლური ენიდან ითარგმნება, როგორც „გონების გასაღები”.
პროფესორი ირინა ნევსკაია მკვლევართა ჯგუფთან ერთად, ოციათასწლოვან ეთნოგრაფიულ ხელნაწერებს შიფრავდა, რომელთა შორისაც იყო „ გონების გასაღები“.
ხელნაწერი XII-XIV საუკუნით თარიღდება და მის ავტორად ჩინგიზ ყაენი ითვლება. „გონების გასაღები“ მოსახლეობას ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა და ის ყველა მონღოლმა იცოდა. ხელნაწერი მოძღვრებითი ხასიათის იყო და ბავშვების აღზრდისას იყენებდნენ, რათა ბავშვებს მორალური ღირებულებები და ქცევის წესები თავიდანვე სცოდნოდათ. მკვლევართა თქმით, ხელნაწერმა, მრავალგზის გადაწერის შედეგად, სახე იცვალა. სავარაუდოდ, ორიგინალი გაცილებით მოცულობითი იყო.
მკვლევართა აზრით, ტექსტი სამი ადამიანის ხელით არის გადაწერილი. ერთ-ერთი მათგანის კალიგრაფია გამორჩეულად დახვეწილია, რის გამოც მკვლევარებმა იგი წერის ხელოვნების მასწავლებლად მიიჩნიეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები