“გოიმი რისი გოიმია, კრედიტით შეძენილ ბინაზე ძვირი მეორადი მანქანით რომ არ იმარიაჟოს” – იუნა შაფათავა
იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საქართველოში მანქანების კოლაფსზე და საზოგადოების შეგნებაზე წერს.
“ნიუ-იორკში რომ გეცხოვრათ, რა გეშველებოდათ..
ქალაქი დაყოფილია დანომრილ ბლოკებად..და ყველა ბლოკზე- შუქნიშანია…მოძრაობა – ძალიან ნელი..
ოჯახში სამი მანქანა არ უნდა გყავდეთ, ძალიან “გაჭირვებულებს”, ველოსიპედით გადაადგილება ისწავლეთ და ფეხით, საზ ტრანსპორტით…
ცხოვრებაში მანქანა არ მყოლია და რატომღაც ამის კომპლექსები არ მაქვს, და ვცოცხლობ, ძალიან ბევრ მანქანიანზე ეფექტურად.
5 კილომეტრი რადიუსის ქალაქში რა საჭიროა ამდენი მანქანა, როცა 15 წუთში ფეხით მიხვალ ერთი დანიშნულებიდან მეორემდე, ვინმემ ამიხსნას,
“სამოკატის” ქალაქი უნდა იყოს, მაგრამ გოიმი რისი გოიმია, ცხოვრების სიგრძე კრედიტით შეძენილი ბინაზე ძვირი მეორადი მანქანის საჭესთან რომ არ იმარიაჟოს..ტარება მაინც გესწავლათ ადამიანურად, ტარება, ქალაქში დასაშვები 30 კმ საათში, შუმახერებო
ან სად გეჩქარებათ, ამდენ “უფულოს” და “უმუშევარს”?
ჩამოდით მანქანიდან, ეკოლოგია მაინც შეიცოდეთ…
შეგნების ამბავია, სხვა კი არაფერი…
btw იგივე გოიმები გაოცებით მეკითხებოდნენ, აუ ნიუ იორკში მანქანის გარეშე როგორ ცხოვროობ? გეგონება თბილისში საჭით ხელში მეძინა არადა ნამდვილმა ნიუ იორკელებმა იციან, თუ მაგარი ხარ, მძღოლი გყავს, ლიმუზინით დადიხარ, მანქანა პერიფერიის ხვედრია…
ხოოო, თუმცა რას ვადარებ….”-წერს სოციალურ ქსელში იუნა შაფათავა.