გოზინაყი

ინგრედიენტები: ნიგოზი – 1კგ. თაფლი – 600 გ. შაქარი – 2 ს.კ.
მომზადების წესი: ნიგოზი თხლად დავჭრათ. თაფლი ქვაბში ჩავასხათ და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ, ხის კოვზით ვურიოთ აქაფებამდე. აქაფების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ, გავაგრილოთ და ისევ ცეცხლზე დავდგათ. იგივე 2-ჯერ გავიმეოროთ და ბოლოს, შაქარი დავუმატოთ. ბოლო წამოდუღებაზე ნიგოზი ჩავყაროთ და ფერის შეცვლამდე ვურიოთ, შემდეგ კი ქვაბი ცეცხლიდან გადმოვდგათ. მიღებული მასა ხის სველ დაფაზე მალევე გადავიტანოთ, ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ. გვერდები შევუსწოროთ და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები