გოდერძი ჩოხელის ხუთი ციტატა ცხოვრებაზე

“თუ ვინმეს გულით ელოდები, არ შეიძლება,  რომ არ მოვიდეს, მაგრამ დახვდები კი აქ…”;

“ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო. ალბათ, იმიტომ, რომ იქ შენ იყავი. ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ, იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა. მე რატომღაც მგონია, რომ ისევ მოხვალ. იცი, როგორ გელოდები”;

“ესაა ჭეშმარიტი სიხარული.. ბალახებში ჩაყუჟული ყვავილების არსებობა რომ გაბედნიერებს..”;

“ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა–ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ–პატარა სიხარულიც გვიბოძა და სწორედ ამ პატარ–პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სიცოცხლე”;

„მინდა, ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ. ამის სათხოვნელად ნამდვილად მივალ იმ ადგილზე, სადაც ღმერთი სურვილებს მისრულებდა ჩემს ბავშვობაში. ალბათ, დედაჩემის სულიც შემეწევა და არ ჩამითვლის სიტყვის გატეხად“.

კომენტარები

სხვა სიახლეები