გოდერძი შარაშია: ბავშვი მაინც შეიცოდეთ…

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს აკრიტიკებს, რომლებიც უბედური შემთხვევის შემდეგ, შორენა ბეგაშვილის მისამართით შეუსაბამო კომენტარებს წერენ.
„ავადმყოფი და შეშლილი ქვეყანა, ბავშვი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და მძიმედაა თურმე და რას ბოდიალობთ, ხალხო, რას ქილიკობთ და იწყევლებით, რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ ასე, ბავშვი მაინც შეიცოდეთ… ხოდა სანამ თქვენ ხართ, დიახაც, არაფერი ეშველება ქვეყანას. აი, დიახაც“, – წერს გოდერძი შარაშია.

კომენტარები

სხვა სიახლეები