“გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ” – გოგა ჩანადირი “კომენდანტის საათის” გაუქმებაზე (ფოტოები)

წუხელ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და “კომენდანტის საათი” გაუქმდა. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი აღნიშნულთან დაკავშრებით სტატუსსა და ფოტოებს ავრცელებს:

“წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.
12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა.
მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს. ფეირვერკის ხმებიც მომწვდა.
გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო.
ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ. რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა.
უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი.
ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს “დინამოზე” შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ.
ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი სარბოლოდ გამოვიდა. მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებე ეკიდათ. ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო.
იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით.
დ ამაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება”, – წერს ჩანადირი.

კომენტარები

სხვა სიახლეები